არ მეგონა ამ თემას თუ ოდესმე კიდევ გადავაწყდებოდი და მასზე წერა დამჭირდებოდა, კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ქუჩაში დაყრილი და წყლის მილებში სეტენილი ე.წ. შპრიცები არ მინახავს, თუმცა დღეს ეს დიდი ხნის ნატვრა ამიხდა და კვლავ გადავაწყდი ქუჩაში დაყრილ ნემსებს რამაც ჩემიში "დიდი სიხარული" გამოიწვია. ნამდვილად არ მეგონა კიდევ თუ ვნახავდი ამ ყველაფერს. ბავშვობაში ხშირად მინახავს ასე ქუჩაში დაყრილი ნემსები მაგრამ ბოლო დროს აღარ. დღეს ძალიან გამიკვირდა როცა ეს კიდევ დავინახე. ამ ყველაფერმა ჩემში დიდი გულისწყვეტა და იმედგაცრუება გამოიწვია. ნამდვილად არ მეგონა დღეს თუ კიდევ არ ქონდა გააზრებული თუნდაც რამდენიმე ადამიანს რა ზარალი მოაქვს ამ ყველაფერს. იმედი მაქვს ამ ყველაფერს ისეთივე ფორმა არ მიეცემა, როგორც ადრე და ყველა სჭირო სამსახური მიიღებს ზომებს ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად, ნამდვილად არ მაქვს სურვილი არც მე და ალბათ არც ბევრ თქვენგანს რომ "ძველი დრო" დაბრუნდეს, განსაკუთრებით კი ამ ფორმით.


Комментарии
Отправить комментарий