ეს თემა საკმაოდ ძველია მაგრამ რატომღაც მაინც გადავწყვითე დამეწერა ე.წ. ვითომ ექიმებზე, ანუ ადამიანებზე რომლებსაც არანაირი გამოცილება აქვთ ექიმობის და თქვენი თხოვნით გიწერენ წამლებს.
თუ არ ვცდები 2014, წლიდან, საქართველოში გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე დაწესდა შეზღუდვა, რის შემდეგაც ისინი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე უნდა გაცემულიყო, რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე მართლაც ხდებოდა, თუმცა ....
რეცეპტების მთავარი დანიშნულება ის იყო რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა თვითმკურნალობას მიმართავს. ისინი სხვისი რჩევით ან თავიანთი შეხედულებებით ინიშნავენ წამლებს (ყველაზე კარგ ვარიანტში ფარმაცეპტი უნიშნავს), რაც ნამდვილად არარის მიზანშეწონილი. არც ფარმაცეპტს და მიტუმეტეს არც ტიტოეულჩვენგანს არ გვაქვს იმზელა ცოდნა რომ ჩვენ თავს წამალი დავუნიშნოთ. მეორე რის გამოც ეს რეცეპტების დაწესდა ეს იყო ადამიანების მიერ ზოგიერტი მათგანის მიღებით თავის "ნარკოტიკული სმთვრალის" მდგომარეობამდე მიყვანა. რამაც არაერთი ადამანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონი მიიღო? აფთიაქებმა დაიწყეს წამლების რეცეპტებით გაცემა, მაგრამ სულ მალე თითქმის ყველა აფთიაქთან ნახავდით და ნახავთ პატარა კაბინეტს წარწერით "ექიმი" სადაც შეგიძლიათ ე.წ. ექიმს თხოვოთ თქვნთვის საურველი წამლის გამოწერა და ისიც დაუზარებლად გააკეთებს ამ ყველაფერს.
ეს ყველაფერი უკვე სრული მარაზმა რადგან თქვენ მაინც შეგიძლიათ იყიდოთ ტქვნთვის სასურველი წამალი, და მიიღოთ ის იმ დოზით რა დოზითაც გსურთ, მაგრამ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მაშინ თუ ეს თვითნებური მკურნალობა თქვენზე უარყოითად იმოქმედებს და ამ "ვითომ ექიმის " გამოწერილი წამალი თქვენ ჯამრთელობას დააზიანებს. მან ხომ თქვენი თხოვნით გამოწერა ის მან არც მისი დოზა იცოდა და არც ის თუ როგორ უნდა მიგეღოთ ესა თუ ის წამალი. უმეტესობა მათგანის სახელიც კი გაგონილი არ ქონდა, მაგრამ მაინც დაგინიშნათ. ეს ხომმ სრული სისულელეა რატომ არ გვეცოდება საკუთარი თავები? რამდენხანს უნდა იყოს ქართველ ხალხში ე.წ თვითმკურნალობა? განა სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეთი რამ?
და ბოლოს უკვე აფთიაქებიც მიხვდნენ, რომ ეს "ვითომ ექიმები", მათთვის ზედმეტი ხარჯი იყო და უკვე თითქმის ყველა აფთიაქში შეძლებთ სასურველი წამლის ყიდვას რეცეპტის გარეშე.
P.s. როგორც ჩანს კანონი ქართველი ხალხისთვის არაფერია, ხოლო სააფთიაქო სისტემამ ეს კანონი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ახალი ბიზნესი დაატრიალა.

Комментарии
Отправить комментарий