"უაზრო" ქართული ახალი წელი


  ახალი წელი ალბათ ყველა ჩვენგნს უყვარს, არ მეგულება ქართველი ადამიანი, რომელიც ამ დღის მოსვლას დიდი სიხარულით არ ელის (თუნდაც მეორე დღეს ბანკის ვალი ქონდეს გადასახდელი), ეს მართლაც ძალიან მაგარი დღესასწაულია, რომელსაც არამარტო საქართველოში არამედ  მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. მაგრამ რა არის ქართული ახალი წელი?
  ეს არის დღე როცა სრულდება ძველი წელი და იწყება ახალი, დღე რომლიშ მოლოდინიც საკმაოდ დიდია, ვემზადებით ფეიერვერკით, ასაფეთქებლებით და ასე შემდეგ.
  ამ ველაფერს ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი როგორც ვიცი, ისინი ამ აფეთქებებით ბოროტ სულებს ნდევნიდნენ სახლიდან, რომ ახალი წელი მათ გარეშე გაეტარებინათ. ჩვენ რატომ ვიყენებთ არვიცი, თუარჩავთვლით სილამაზეს.
 რაც ყველაზე მთავარია და ქართულ ახალ წელს ახლავს ესაა ჩამა და სმა გათენებამდე, თუმცა ამ ყველაფერსაც დამეთანხმებით მომზადება ჭირდება.
 პირველ რიგში სამზარეულო, ამ დღეს ქართველი დიასახლისებიც განსაკუთრებით ელიან  და განსაკუთრებულ კერძებს ახვედრებენ როგორიცაა საცივი, გოზინაყი და კიდევ სხვა ბევრი კერძი თუ ტკბილეული რომელიც საბოლოოდ იმ დონემდე ადის რომ მაგიდაზე ზოგიერთი მათგანის ადგილიც არ რჩება. ეს ყველაფერი კი დამეთანხმებით საკმაოდ დამღლელია. შესაბამისად დიასახლისების 90% 12 საათს ისე ხვდება რომ აღნიშვნის არც თავი აქვს და არც ხალისი.
    ამის  შემდეგ იწყება კაცებისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი (ნუ არამარტო კაცებისთვის) ესაა ქეიფი და სმა დილამდე.
-  ეს ხომ ახალი წელია ჩვენ მას სათანადოდ უნდა დავხვდეთ.
თითქოს სათანადო დახვედრა გულისხმობს გონების დაკარგვამდე სმას და ღვინოში ჩახრჩობას.
 ამის შემდეგ კი ისევ დაღლილი დიასახლისებიშტვის დგება მომენთი როცა მათ კიდევერთხელ მოუწევთ შრომა და იმ ყველაფრის დალაგება რაც სუფრაზე დიდი მონდომებით დაალაგეს, თუმცა არხლა ერთმანეთშია არეული. (მალადეც თქვენს გაძლებას)
 ყველაზე საინტერესოა მოლოდინი რომელიც ბავშვებს აქვთ და როელიც 12 საათის და ნასროლი მაშხალის შემდეგ თითქოს ნელდაბა. ვეღარ ხვდები რას ელოდი ამდენ ხანს ასე გამალებით თუმცა შენ მაინც გახარებული ხარ რომ როგორც იქნა ეს ნაანტრი წამი დადგა.
 საბოლოოდ გვაწყობს კი ჩვენ ქართველებს ასეთი ახალი წელი? რატომ უნდა ვხვდებოდეთ ახალ წელს ასე? არ ჯობს ტკბილეულით და მცირედი ღვინით ავღნიშნოთ ახალი წელი? ისე რომ მეორე დღეს არც დაღლილობის შეგრძნებ გვაწუხებდეს, არც თავის ტკივილი და არც გაღიზიანებული კუჭი. მეორე დღეს კი მოვინახულოთ ახლობლები მათაც მივულოცოთ ეს დღე და ვსაუბროთ წყნარად და მშვიდად ერთმანეთზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე.
 მემგონი ეს ყველაფერი შესანიშნავი იქნება
P.s.დაფიქრდი ერო!
                                    წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2017 წელს ;* 

Комментарии