ქალისა და მამაკაცის თანასწორობა - მითი თუ რეალობა



  გენდერული თანასწორობა გულსხმობს ალისა და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრები ყელა სფეროში. რამდენად არიან ისინი დღესდღეობით თანაბარ პირობებში და რამდენადაა დაცული მათი უფლებები? ალბათ ეს ბოლო დროის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. საინტერესოა რამდენთაა დაცული გენდერული თანასწორობა მსოლიოში მაშინ, როცა ყველა ამისკენ ისწრაფვის.
  ქალისა და მამაკაცის თანასწორობას უმეტესად მათ საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობით ზომავენ. თუ ამ კრიტერიუმებს ავიღებთ საზომად მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენდერული თანასწორობა არსებობს, რადგან მოსფლიოში არაერთი ქალი პოლიტიკოსი არსებობს, ასევე ბევრი ქალია ჩართული ეკონომიკურ და კულტურულ პროექთებში. პირველი ვინც წარმატებულ ქალებზე საუბრის დაწყების დროს მახსენდება ანგელა მერკერია, რომელიც შესანიშნავად უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ასევე არ უნდა დაივიწყოთ მარგარეტ ტეტჩერი და სხვები.  თუმცა იყო დრო (1920 წლამდე) როცა მათ პოლიტიკურ საქმებში ჩარევის საშუალება არ ჰონდათ. საინტერესოა, გამოდგება კი ქალების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობა თანასწორობის საზომად? ჩემი აზრით არა.
   დღესღეობით ძალიან ბევრ ქვეყანაში იზღუდება ქალების უფლებები, განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყნებში სადაც მათ რლიგიაც არ აძლევთ თანასწორობის საშუალებას. ბევრ მათგანს აუტანელ პირობებში უხდება ცხოვრება. ხშირია მათზე ძალადობის ფაქტებიც, მაგრამ რატომ უნდა წავიდეთ შორს, ამ ყველაფერზე პასუხის მიღეა ხომ საქართველოშიც შეგვიძლია?!
   საქართველოში, რომ ქალთა უფლებები და თანასწორობა დაცული არაა ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ხმის ამოღების კი ეშინიათ. მამაკაცები ხშირად ფიზიკურად ძალადობენ ქალებზე, რასაც ბევრი მტკიცება არ ჭირდება. ამის შესახებ ტელევიზიითაც ბევრი ითქვა და დაიწერა, და სტატისტიკაც ძალზე ცუდია. სამწუხაროდ იმ ქვეყანაში სადაც ოდითგანვე ქალს უიდეს პატივს სცემდნენ დღეს არაფერი ეტყობა ძველი დიდების, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს კი აჩვენებს რომ მხოლოდ საძოგადოებრივ საქმიანობებში ქალის ჩართულობით, გენდერულ თანასწორობაზე ვერ ვიმსჯელებთ.
   ყველაზე ცუდი მაგალითი, რომ გენდეული თანასწორობა არ არსებობს გამოთქმაა „ქალი ვიცი მე კუხნაში“ შესაძლოა ამ სიტყვებს ბევრი უბრალოდ ასართობად და სახუმაროდ იყენებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სიტყვები მართლდება და გოგონები გათხოვების შემდეგ სწავლასა და საქმიანობას თავს ანებებენ.
  რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს და ეს ჩემთვის განსაკუთრებით რთული საწერია, ქართველ კაცს ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება და ქალის პატივისცემასაც კარგავს. მას ქალი მხოლოდ სუფრასა და სადღიგრძელოებში ახსოვს, ხოლო ქეიფის შემდეგ მის საოჯახო საქმეებში დახმარებაზე არავინ ფიქრობს.
  საბოლოოდ გაოვიდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელზეც მსოფლიო ასე ოცნებობს მითია და მას რეალობამდე ბევრი აკლია. რაც ძალიან სამწუხაროა 21-ე საუკუნეში. სამწუხაროა, რომ კიდევ არსებობს ჩამორჩენილი აზროვნება ქალისა და კაცის არათანასწორობის შესახებ.

Комментарии