ეს არის ჩემი უსაყვარლესი გამონათქვამია რომელიც ამ პიროვნებებს მეტნაკლებათ შესაბამებათ.
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ ადამიანების და პერსონაჟის შესახებ, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე და სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ხასიათის ცვლლება და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მინდა რომ ეს ადამიანები იმ თანმიმდევრობით ჩმოვწერო და გაგაცნოთ რა თანმიმდევრობითაც მე გავიგე მათ შესახებ.
შერლოკ ჰოლმსი
ზიგმინდ ფროიდი
და ბოლო პიროვნება ეს არის არანაკლებ გადარეული უცნაური და გაცილებით გენიალური პიროვნება. ფიზიკოს-თერეტკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია xx საუკუნის უდუდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მეანიკის, სტატისტიკური მექნიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. თუმცა ეს ყოველივე არ ყოფილა იმის მიზეზი რამაც ჩემზე მოახდინა გავლენა, მე ის ტავისი გენიალური და ზოგჯერ გიჟური გამონათქვამების გამო შემიყვარდა. ყველაზე საყვარელი გამონათქვანი კი ფოტოზეცაა გამოსახული "წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია". მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ ადამიანების და პერსონაჟის შესახებ, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე და სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ხასიათის ცვლლება და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მინდა რომ ეს ადამიანები იმ თანმიმდევრობით ჩმოვწერო და გაგაცნოთ რა თანმიმდევრობითაც მე გავიგე მათ შესახებ.
შერლოკ ჰოლმსი
ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი და გმირია. პირველად პილმთ მომიწია მისი გაცნობა და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან თუ როგორ იძიებდა ის საქმეებს. მისი გამოძიების სტილი "დედუქციის მეთოდის" გამოყენებით კი ერთერთი საუკეთესო და დაინტერესო რამაა რაც კი მინახავს. ამის შემდეგ იყო წიგნი რომელმაც კიდევ უფრო შემაყვარა ეს პერსონაჟი, საბოლოოდ კი იქამდე მიმიყვანა რომ თავადაც ვცდილობდი ყველაფერზე დაკვირვებას ადამიანის ყველა სიტვის გაშიფვრას და მის თითოეულ სიტყვაში გამოჭერას, ამ ხერხს ახლაც ხშირად მივმართავ და ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი მართალია ჰოლმსი არ ვარ მაგრამ ვცდილობ მაინც :D. ამ ნაწარმოებმა და პერსონაჟმა უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩემში და ვფიობ ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა ის რაც ვარ, რისტვისაც მადლობა კონანდოილს . :დ ახლა მინდა საინტერესო ფაქტებიც გაგაცნოთ მის შესახებ. კონანდოილმა დაწერა 4 რომანი და 56 მოთხეობა შერლოკ ჰოლმსზე, შერლოკ ჰოლმსის ეკრანიზაციის 213 ოფიციალური ვერსია არსებობს. ჰოლმსის სახე 76-მა მსახიობმა შექმნა. ეს რეკორდი ჯერ მოუხსნელია. 2002 წელს შერლოკ ჰოლმსი ინგლისის სამეფო აკადემიის ქიმიკოსთა ლიგის საპატიო წევრად მიიღეს. არც ერთი სხვა გამოგონილი პერსონაჟი ასეთ პატივს არ ღირსებია. კონან დოილს ისე მობეზრდა თავისი გმირი, რომ 1883 წელს „უკანასკნელ საქმეში“ მოკლა, მაგრამ ლამის ჩაქოლეს და იძულებული გახდა, შვიდი წლის შემდეგ „ბასკერვილების ძაღლში“ გაეცოცხლებინა.
ზიგმინდ ფროიდი
ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი,ფსიქოლოგი, ნერვოლოგი და რაც ყველაზე მთავარია ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანი ახალი ხედვის და პიროვნების პირველი თეორის ფრიქოანალიზის ფუძემდებელი. მას ეკუთვნის ნაშრომი სიზმრების ახსნასთან დაკავშირებით, ასევე აქვს ტავისი ხედვა ყველაფერთან დაკავშირებით და ტუ საკმაოდ არ ჩაუღრმავდები მის ნაშრომებს შეიძლება ვერც გაიგო და საერთოდ შეგძულდეს ეს პიროვნება თავისი შეხედულებების გამო. თუმცა ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი აღმოჩნდა მისი ნაშრომების იმ მცირე ნაწილების წაკითხვა რაც ინტერნეტში ვიპოვე. გული მწყდება რომ წიგნი ვერ ვიშოვედა და უკეთ ვერ გავეცანი თუმცა ამ დრომდე განვაგრძობ ძებნას. საკმაოდ საინტერესო გამოდგა სერიალი მის შესახებ "ფროიდის მეტოდი" თუმცა ეს არ გავდა იმ ფროიდს რომელიც მე წაკითხულით ვიცოდი. ამ ფილმმა შერლოკ ჰოლმსი გამასენა.
ალან ტურინგი
პირველად მის შესახებ ფილმიდან შევიტყვე "იმიტაციის თამაშები" ფილმი რომელსაც შემიძლია ყოველდღე ვუყურო და არ მომბეზრდეს. ალან ტურინგი იყო ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე. კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები ტურინგის მანქანით და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი - ეს არის ალან ტიურინგის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი.მეორე მსოფლიო ომის ფერიოდში ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში. ამ დროისათვის იგი ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. შეიმუშავა ამ შიფროგრამების კრიპტოანალიზის რიგი აპარატული საშუალებები, მათ შორის ე.წ. Bombe, ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო გერმანული შიფრაციის აპარატის ენიგმას შიფრაციის პარამეტრების გამოთვლა. იმან რაც ფილმში ვნახე და შემდეგ წავიკითხე მიმიყვანა იმ დასკვნამდე რომ ეს ადამიანი იყო ნამდვილი გენიოსი, და განსხვავებული პიროვნებ როგორც წინა 2 ჩემს ჩამონათვალში.
ალბერტ აინშტაინი
და ბოლო პიროვნება ეს არის არანაკლებ გადარეული უცნაური და გაცილებით გენიალური პიროვნება. ფიზიკოს-თერეტკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია xx საუკუნის უდუდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მეანიკის, სტატისტიკური მექნიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. თუმცა ეს ყოველივე არ ყოფილა იმის მიზეზი რამაც ჩემზე მოახდინა გავლენა, მე ის ტავისი გენიალური და ზოგჯერ გიჟური გამონათქვამების გამო შემიყვარდა. ყველაზე საყვარელი გამონათქვანი კი ფოტოზეცაა გამოსახული "წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია". მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.
ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
მოდი, ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყო ღირსეული და დასაფასებელი.
პოზიციის სისუსტე ხასიათის სისუსტეს ნიშნავს. მისი სიგიჟის ჩემთვის ყველაზე სახალისო და საინეტესო მაგალითი კი მისი და მერლინ მონროს საუბარია: ერილინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი. ერთხელაც, როდესაც ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება, ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე უთხრა:
„პროფესორო, რას იტყვით, შვილი ხომ არ გაგვეჩინა მე და თქვენ? რა ბავშვი გამოვა, ხომ იცით - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება!“ აინშტაინმა კი სერიოზულად მიუგო:
„ბავშვის შექმნის პროცესის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ, პირიქით რომ გამოვიდეს - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება? ამას ვერიდები!“
არვიცი რამდენადაა ეს პიროვნებები თქვენთვის საინტერესო და საყვარელი, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან. ყველაზე მეტად როცა ამ სტატიის წერა დავიწყე და ეს პიროვნებები ჩამოვწერე მივხვდი რომ არცერთი "დალაგებული" ადამიანი არ შემიყვანია სიაში ყველა მათგანი თავისებურად აფრენდა :დ P.s. იმედი მაქვს რომ რომელიმე მადგანი თვენთვისაც საინეტერესო გახდება და დაგაინტერესებთ. P.s.s. მგონი ჩემზეც გაიგებდით ცოტა რამეს და უკეთ გაიცნობდით ჩემს პიროვნებას. ;) |

Комментарии
Отправить комментарий