მომავლის მადრიდი

           


   არ მინდოდა ამ გვერძე ფეხბურთზე დამეწერა, მაგრამ მივხვდი რომ მე და ფეხბურთი ერთმანეთს ვერც აქ დავშორდებით ამიტომაც გადავწყვიტე იმ თემაზე დამეწერა რაც ამ წუთს მე და ჩემს საყვარელ გუნდს, მადრიდის რეალს ეხება.
   ალბათ არვის სურს დაიჯეროს მაგრამ ფაქტია , რომ რეალმა წლევანდელი სეზონი უტუტულოდ დაასრულა, და ბევრი ადამიანი კრიტიკაც დაიმსახურა.
   წლევანდელი სეზონის დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა , რომ რეალი სეზონს უტიტულოდ დაასრულებდა, გუნდს დეკემბრამდე 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ქონდა და 2014 წელი საკლუბო ჩემპიონატის მოგებითაც დაასრულა, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი აირია, გუნდითითქოს მოიშალა და გადაიღალა. რეალმა ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი დათმო, შემდეგ კი კოპა დელ რეი. დამაიმედებელ შედეგს არც გუნდის თამაში ს ხარისხი იძლეოდა. რეალი რომელიც წლის დასაწყისში ყველა ჩემპიონატში ფავორიტად ითვლებოდა წლის ბოლოს „პირში  ჩალაგამოვლებული დარჩა“ გუნდმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა.
  ყველასთვის ცნობილია, რომ რეალში დიდი მოთხოვნებია , მწვრთნელისა და გუნდისგანაც ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვენ. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა, მიუხედავად უტიტულო სეზონისა არავის ეგონა რომ გინდიდან  მთავარ მწვრთნელ გაუშვებდნენ, რადგან მან კლუბს სანატრელი მეათე მოაგებინა, მაგრამ შედეგები სხვაგვარად განვითარდა, პლორენტინო პერესმა ანჩელოთი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე რაფა ბენიტესი დანიშნა.
  ამიტომაც გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა, და განხილვა მომავალი გუნდის, რომლითაც რეალმა ჩემი აზრით მომავალ სეზონში უნდა იასპარეზოს, ტუმცა ეს ჩემი აზრია და შეიზლება ბევრი არ დამეთანხმოს და უკეტესი შემადგენლობაც დააყენოს. თუ არ ჩავთვლით კაზემიროს დაბრუნებასა და დანილოს ტრანსფერს გუნდში ჯერ არავინ მოსულა მე კი მსურს იმ ფეხბურთელებზე დავწერო რომელიც, ჩემი აზრით გუნდიდან უნდა წავიდნენ და დარჩნენ.
   პირველად იმ ფეხბურთელებით დავიწყებ ვინც გუნდი უნდა დატოვოს, მიმაჩნია, რომ ასეთი ფეხბურტელები არიან: არბელოა (რომელსაც დანილოს მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო საერთოდ აღარ ექნება, და არც იმ ასაკშია რომ კარვახალსა და დანილოს კონკურენცია გაუწიოს), კოენტრაო( მარსელოს ჩრდილვეშ ყოფნა არამგონია თავადაც მოსწონდეს, თანაც ტრამვიანობა ამ ფეხბურთელს მუდმივად თან ზდევს რაც გუნდისთვის ნამდვილად რაა კარგი), ილარამენდი(ამ ბიჭმა მასზე გაცემული ავანსები ნამდვილად ვერ გაამართლა და საშინელი სეზონი ჩაატარა), ხედირა(გუნდში მისი ადგილი ნამდვილად აღარაა რადგან რეალსი ისედაც ბევრი ნახევარმცველია თან მასზე გაცილებით ძლიერები), კეილორ ნავასი და ალბათ არც კაზემიროს დაბრუნება იყო საუკეთესო გადაწვეტილება , რადგან გუნდში მოიყვნეს ლუკას სილვა , ჩიჩარიტო არ უნდა დაიტოვონ, და ჩემი ნება რომ იყოს ბენზემასაც გავუშვებდი.
  გუნდში მომსვლელთა საუკეთესო ვარიანტებად კი ვერატი ან პოგბა, ეს ორი გენიალური ფხბურთელია და ორივეს შეუძლია ნახევარდაცვის გაძლიერება, თუმცა მე ვერატის ვუჭერ მხარს, ასევე დე გეა  მიმაჩნია რომ ის გუნდა ძალიან გააძლიერებს, ასევე როისი ან აზარი ეს ორი უძლიერესი ფეხბურთელია თუმცა მათი გადაბირება რთული იქნება რადგან ტავინთი გუნდის აშკარა ლიდერები არიან განსაკუთრებით აზარი, ტუ ეს ორი არ მოვიდა მაშინ შეიძლება რაჰიმ სტერლინგის გათეთრება რომელიც შესანიშნვი ფეხბურთელია და პრესაშიც აქტიურად იწერება მისი ლივერპულიდან წასვლის შესახებ, ასევე ალვარო მორატა.
  ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელები შეძლებენ მომავალ სეზონში გუნდს ტიტულები შემატონ და კარგი ფეხბიურთის თამაშითაც დაგვამახსოვრონ თავი. გუნდის შემადგენლობა კი ასე წარმომიდგენია (თუმცა არ ვიცი ვინ უნდა იდგეს კარში)
      

                               
                  iker, ge gea
     karvajal(danilo)……varane(pepe)……ramosi(pepe)…….marcelo
                          
                      modric(verati)……...krosi(kazemiro)……...isco

    bale(xamesi)…………ronaldo(morata)……………xese, (….)

  ალბათ რონალდოს ცენთრში დაყენებას არ ელოდით, მაგრამ  ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა პრესაშიც იწერება რომ ბენიტესს გადაწყვეტილი აქვს რონის ცენტრში დაყენება რაც ნამდვილად კარგი იქნება, რადგან მას არაჩვეულებრივი გოლის გატანის ალღო აქვს, ხოლო ფლანგზე ისეთ სისწრაფე ვეღარ ავითარებს რასაც ადრე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ცენტრში მართლაც შეიძლება მისი კარგად გამოყენება.
  ვინც არ უნდა მოვიდეს ან წავიდეს გუნდიდან მთავარი ისაა რომ ჩვენმა საყვარელმა გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს, შემადგენლობას კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
  წარმატებები რაფასა და რეალს  მომავალ სეზონში, ეს ყველა ჩვენგანს გაუხარდება.
                
                                    hala madrid!

Комментарии