სტიქია რომელმაც საქართველო და მსოფლიო შეძრა



 ამ დღეებსში საქართველომ და ქართველმა ხალხმა უდიდესი ზარალი და ტკივილი ნახა,  მდინარე ვერეს ადიდებამ თბილისის რამდენიმე ქუჩა მთლიანად დატბორა და ხალხიც იმსხვერპლა. 13 ივნისის ღამით დაწყებულმა წვიმამ მდინარე აადიდა რომელმაც ჯებირები გაანგრია და მოსახლეობას შეუტია.მოვარდნილი წყალი იმდენად დიდი იყო რომ საცხოვრებელი სახლების მეორე სართულებამდე აღწევდა. სვანიძის ქუჩა ამ სტიქიის ეპიცენტრი აღმოჩნდა და თითქმის მთლიანად განადგურდა ხოლო ის მოსახლეობა, რომლებიც ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ღია ცის ქვეშ დარჩა. ყველაზე დიდ უბედურება კი 19 ადამიანის გარდაცვალება იყო, ამან მთელს ერზე იმოქმედა და უდიდესი ტკივილი მიაყენა ქართველ ხალხს. ეს უდუდესი იარაა ქართველი ერისთვის, რომლის მოშუშებას დიდი დრო დაჭირდება.
  ამ სტიქიამ სახლებთან ერთად ზოოპარკიც დაანგრია, ასევე დაუღუპა უამრავი  ცხოველი, ზოგმა კი თავს გაქცევით უშველა, სამწუხაოდ ზოგიერთი მათგანის პოვნა ვერ მოხერხდა , ერთ-ერთმა მადგანმა კი ადამიანი იმსხვერპლა. მოსახლეობაში კი პანიკამ დაისადგურა.
ამ დღეებში უამრავი გმირიც  დაიბადა,  ჩვენ კი უამრავი გმირობის ამსახველი კადრი ვნახეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთ-ერთი მაშველი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა როგორც მეწყვილე ისე რამდენიმე ადამიანი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის გმირებიც რომლებმაც იხსნა ჩვენი თქნამემამულეები  სიკვდილისგან , თუმცა მათი სახელები არ გახმაურებულა, მინდა ყველა ასეთ გმირს მადლობა გადავუხადი მათი გმირობისათვის.
  ამ სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ისედაც არ იყო სხარბიელო მდგომარეობაში. სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონს მიაღწია( ეს ის თანხაა რაც  ამ დღეებში დასახელდა),   რაც დამეთანხმებით ქართული ეკონომიკისთვის მართლაც დიდია. ვეყანას სავარაუდოდ ვალის აღება მოუწევს ყველაერთან გასამკლავებლად, რაც ძალიან ცუდია.
 ერთადერთი პოზიტივი რაც ამ დღეებში ვიხილეთ ეს იყო ათასობით მოხალისე, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და ქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, ახალგაზრდები შიშველი ხელებით ებრძოდნენ სტიქიას, რაც ნამდვილად სამაგალითო საქციელია. ალბათ ცოტა თუ ელოდა ამ ყველაერს იმ თაობისგან. რომელიც ყველას "კომპიუტერების"თაობად მიაჩნია, მას უამრავი ადამიანი აღნიშნავდა და აღნიშნავს. ყველამ დაინახა, რომ ჩვენი თაობა არც ისე ცუდია და კიდევ აქვს ის სულისკვეთება რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, და რომელიც ამ ბოლო დროს მხოლოდ ისტორიის წიგნში თუ წაგვიკითხავს.
  სთიქიამ არა მხოლოდ ქართველი არამედ უცხოელი ახალგაძრდებიც გააერთიანა და ისინი ერთად ებრძოდნენ ამ ყველაერს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
  p.s. ამ სტატიის დაწერა ძალიან გამიჭირდა, ადრევე მინდოდა დაწერა მაგრამ საჭირო სიყვები ვერაფრით შევარჩიე, დღეს ძალიან მოვინდა მაგრამ მაინც რამდენჯერმე წავშალე და თავიდან დავიწყე წერა, არ ვიცოდი რა და როგორ დამეწრეა, როგორ მენუგეშებინა ქართველი ერი, დიდად არც ის მომწონს რაც აქ დავწერე რისთვისაც ბოდიშს ვიხდი ვიცო რომ კარგი არაა.
   ყველაზე მეტად კი მინდოდა ის დაღუპულები და გმირები გამეხსენებინა, რომლებიც ამ სტიქიამ იმსხვერპლა ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. ჯერ მსურს მადლობა მოვიხადო იმ ადამიანებს რომლებმაც გმირობა ჩაიდინეს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს და რაც მთავარია მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს ვისი საყვარელი ადმიანებიც ამ სთიქიას ემსხვერპლა, არ ვიცი როგორ უნდა ვანუგეშო ისინი (ეს ყველაერი ისედაც ცუდად გამომდის), თუმცა მინდა მივუსამძიმრო მათ და გამძლეობა ვუსურვო.
  იმედი მავს მათ ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს და არც აქვს უფლება დაივიწყოს. და ბოლოს იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება არამხოლოდ საქართველოში არამე მთელს მსოფლიოშიც.


  

Комментарии